ახალი ამბები
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2028 წელს ანაკლიის პორტი შეძლებს პირველი ტვირთები მიიღოს
"ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს - 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წელს დაგეგმილია ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სწორად უნდა გაკეთდეს, ისე რომ მან შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ მას ექნება სატრანსპორტო სექტორში და ის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომლებშიც ჩართული იყო ყველაზე წამყვანი საექსპორტო კომპანიები", - თქვა დავითაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ 2024 წელს სახელმწიფო შეარჩევს კერძო პარტნიორს, რომელთან ერთადაც განავითარებს პორტს.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
საქართველოს მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან სამეგრელოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 22-23 მაისს კი ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.