ახალი ამბები
თხილის სუბსიდირების პროგრამაზე კონტროლი მკაცრდება
სოფლის განვითარების სააგენტო განმარტავს იმ პროდეცურას, რომლითაც თხილის სუბსიდირების პროგრამაზე კონტროლი მკაცრდება. სააგენტოს ინფორმაციით, აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა აწარმოონ.

აგრომაღაზიების წარმომადგენლებს ზუგდიდში უკვე გააცნეს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ივნისში სამეგრელოში 3 პირი დააკავა. ბრალდებულები აგრომაღაზიას ფლობდნენ, სადაც ფერმერებს ეგრეთ წოდებული აგრო ბარათების გამოყენება შეეძლოთ.

ირკვევა, რომ შესაბამისი პროდუქციის რეალიზების ნაცვლად ბრალდებულები თხილის მწარმოებლებს აგრო ბარათზე დარიცხული თანხის 70-80% პროცენტს ხელზე უხდიდნენ და პროდუქციის გაცემის შესახებ ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. თავად კი სახელმწიფოსგან თანხის 100% იღებდნენ.


თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2023 წელს ამუშავდა,  თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასაწრებად.
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.