ახალი ამბები
სოხუმში შეეცადნენ გაეუქმებინათ „კანონი“, რომელიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ზღუდავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. სასამართლომ მხარი არ დაუჭირა ბიჭვინთის აგარაკების „მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ“ კანონის გაუქმებას, როგორც ეს მოსკოვს სურდა.

ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იტყობინება.

„ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდა მცდელობა გაუქმებულიყო ადრე მიღებული კონსტიტუციური კანონი „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ“, რომელიც ზღუდავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას. ასლან ბჟანიასთვის სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, წინააღმდეგ მისცა ხმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყებას ნოტა გაუგზავნა, რომელშიც მოსკოვი უკმაყოფილებას გამოხატავს ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.