რადიო ,,ათინათის'' დილის გადაცემის სტუმრები - ბენდი "Under7 " (ვიდეო)
13:28 / 11.11.2015
2015 წლის 8 ნოემბერს ფოთში ჩატრდა მე III საერთაშორისო ფესტივალი
"თეთრი თოლია",სადაც ჩამოსული იყვნენ კონკურსანტები სხვადასხვა
ქვეყნიდან: გერმანია, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთი,
უკრაინა,ლატვია,ლიტვა, ისრაელი, აზერბაიჯანი სომხეთი და საქართველო.
კონკურსი მოიცავდა სხვადასხვა ჟანრს: ვოკალური, ინსტრუმენტალური
,თეატრალური,ქორეოგრაფიული. კონკურსს აფასებდა უცხოელი და ქართველი
ჟიური - ქრისტინა პეტროვსკა (პოლონეთი), სვეტლანა სტაცენკო
(ბელორუსია) ნეოლა ბერეზინა (ლატვია), ელენა შედრინა (რუსეთი) ვართინე
სააკიანი (სომხეთი) ლია ხორბალაძე,თეა დავითაია, ხათუნა ბოკუჩავა,
თამარ ღოღობერიძე, ახმედ ამბალია, გიგლა თურქია და ლაშა თოდუა
(საქართველო). ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა კულტურის ცენტრ
"ოდიშის" მუსიკალური ბენდი "UNDER-7" ხელმძღვანელი: ლაშა კვიკვინია და
ქორეოგრაფიული ანსამბლი "სიჭაბუკე"ხელმძღვანელი: გურამ ჭკადუა .
ცენტრის მუსიკალურ ბენდს "UNDER-7" -ს გადაეცა გრან-პრი და მიწვეულია
სამ სხვადსხვა ქვეყანაში ფესტივალზე ავსტრია-ჩეხეთი-უნგრეთი, ხოლო
ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიჭაბუკეს“ გადაეცა სპეციალური პრიზი და გახდა
ფესტივალის ლაურეატი.
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები