გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია აფხაზური ტელეგრამ - არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი აფხაზეთში მოგზაურობაზე საუბრობს. ფილიას განმარტებით, ვიდეოს ავტორმა, ენგურის ხიდი მარტომ, ჯგუფის გარეშე გადაკვეთა.
აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. სოფელ მარანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, მათგან 3 ადგილობრივია და 1 - რუსეთის მოქალაქე.
აფხაზეთში რუსი ტურისტის ცემის საქმეზე გაგრის რაიონის ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი "აქსიომა" ავრცელებს.
გაგრის ზღვის აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ "მცირე ზომის გემების სახელმწიფო ინსპექციის" უფროსმა თენგიზ საბუამ განუცხადა აფხაზურ მედიას.
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.