ახალი ამბები
გიორგი გახარია: ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფოთის პორტის განვითარება შეზღუდულია და ანაკლიის პორტი სტრატეგიულ პროექტად რჩება.

"დღეს ქვეყანაში ეპიდემიაა, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. დამატებითი ინვესტიციების თითოეული ლარი, ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც. ვინმეს თუ რაიმე რესურსი აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან კიდე სხვა მსხვილ პროექტში დამატებითი ინვესტირება, პირადად მე გპირდებით, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მილიონი დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ მეტი ადგილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მილიონ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს",- თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა გვერდში დაუდგება ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია ადგილობრივი წარმოება, რადგან ეს თავის მხრივ იმპორტის ჩანაცვლებას შეუწყობს ხელს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.