05 / აგვისტო 2019
ივლისში საქართველოს 1,099,474 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამების და ივლისის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.