
ლაშა შავდათუაშვილმა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
20 წლის ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო იპონით და ფინალში გავიდა, იქ კი 32 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე გზაზე ჩამოიშორა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანდი დავიდ ლაროსი, ბრიტანელი კოლინ უოთსი და ძლიერი იაპონელი მასაში ებინუმა.
მასალის გამოყენების პირობები