Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/FSNewsImages.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ახალი ამბები
საქართველოში დღეიდან "ხსოვნის კვირეული“ დაიწყო
"ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში, სოფიო ტორჩინავას ფილმის "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩვენება გაიმართება. ფილმში ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და შემდგომ 90-იან წლებისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. "ხსოვნის კვირეულში" "ყაყაჩოების აქციასთან" ერთად ორი მასშტაბური გამოფენა გაიმართება, კერძოდ, 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას - "საქართველოს მოპარული ისტორია". დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში, გამოფენა - "საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდები. აღნიშნული გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1921 წლამდე საქართველოში გამომავალი სამი უცხოენოვანი გაზეთის ორიგინალები, კერძოდ, ერთი ფრანგული და ორი ინგლისურენოვანი გაზეთი, მათ შორის ერთ-ერთი "მესინჯერია". 1911 წლის ოქტომბერში საქართველოს შესახებ გამოიცა ფრანგული ჟურნალი "ლიმაჟი", სადაც თავიდან ბოლომდეა აღწერილი საქართველოს კულტურა, არქიტექტურა, ბუნება და ისტორია. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალა და ფოტოები იმის შესახებ, თუ რამდენად ინტეგრირებული იყო საქართველო ევროპასთან კულტურის, ეკონომიკის, განათლების სფეროში და რა დიპლომატიური კავშირები არსებობდა საქართველო-ევროპას შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება "პრაიმ თაიმისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ერთობლივად მომზადებული ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს გასაბჭოების თემას მიეძღვნება. ჟურნალში შესულია ნაწყვეტები წითელარმიელების მოგონებებიდან, წერილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქების ხელოვნურად შექმნის შესახებ. საბჭოთა საგარეო პროპაგანდის ტრადიციები და ქართველი პოლიტპატიმრების და მუშების წერილები, რომლებიც 1921 წელს საქართველოდან რუსული არმიის გაყვანასა და ქართული ენისა და სახელმწიფოებრივი საზღვრების დაცვას მოითხოვდნენ. 7 აგვისტოს, 17:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გაიხსნება გამოფენა "მშვიდობა". გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქაველოს ომში დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც თავიანთ ემოციურ განწყობას გაუზიარებენ დამთვალიერებლებს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.