7 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი გამოვა.
ასპარეზობას თბილისის დროით 13:10 სთ-ზე მძლეოსანი დავით ილარია დაიწყებს, რომელიც თარჯრბენაში მოსინჯავს ძალებს.
16:00 სთ-ზე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ ტატამზე, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი - მანუჩარ ცხადაია (66) და სოსო ჯაბიძე (96) ეყოლება.
საქართველოს დროით 22:00 სთ-ზე ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთა სამკაციანი ნაკრების წევრი, 27 წლის მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე გამოვა. ხოლო ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძე იასპარეზებს.
მასალის გამოყენების პირობები