ევრობასკეტ 2013"-ის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს თბილისში, ლატვიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა D ჯგუფში პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა - თბილისში რუმინეთი დაამარცხა 80:64, ხოლო ბოსნიას გასვლაზე 96:95 მოუგო.
რაც შეეხება D ჯგუფში მდგომარეობას, პირველ ადგილზე ორი მოგებითა და ერთი წაგებით ბოსნიის ნაკრებია (5 ქულა); საქართველო მეორე პოზიციაზეა - ორი თამაშიდან ორი მოგებით (4 ქულა); შემდეგ მოდიან - ლატვია და რუმინეთი ორი თამაშიდან სამ-სამი ქულით და ჰოლანდია - სამი თამაშიდან სამი ქულით.
მასალის გამოყენების პირობები