
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევნი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო .
თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ შეხვედრაში "დინამო არენაზე" ბელორუსის ნაკრებს ანგარიშით 1:0 სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ბელორუსთან მატჩი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გია გრიგოლავა, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. ხოლო შეცვლაზე შევიდნენ დავით კვირკველია, ირაკლი სირბილაძე და თორნიკე ოქრიაშვილი.
შემდეგ შეხვედრას, 11 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ასევე "დინამო არენაზე" მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები