ახალი ამბები
ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართი „სოდომური ცოდვების წინააღმდეგ „ გამოაბრძანეს

hhhhზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი დილიდან ზუგდიდის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს. ამავე ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა დასრულდა.საზეიმო წირვა-ლოცვას ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები დაესწრნენ. აქვე იყვნენ წმინდა სინოდის წევრებიც. ღვთისმშობლის კვართის გამოსვენებას სასულიერო პირები საფრთხის მოახლოებას უკავშირებდნენ. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზის მამა მალხაზ ჭანტურიას განცხადებით საფრთხეს აღვირახსნილობასა და გარყვნილებაში ხედავს. “კაზანტიპის” სახით დეკანოზი სოდომური ცოდვის მოახლოებაზე მიგვანიშნებს.“საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აღვირახსნილობაა, გარყვნილებაა, სოდომური ცოდვებია. ეს კი მძიმე შედეგებს მოიტანს ჩვენი ერისთვის, ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეკლესია კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს, ივერიის კურთხეული მიწის მცხოვრებლებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ ე.წ. კაზანტიპის ფესტივალში მონაწილეობის მიღებისგან“, – განაცხადა დეკანოზმა მამა მალხაზმა.ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, წმინდა სინოდის წევრები და მრევლი ანაკლიისკენ გაემართება,სადაც პარაკლისი 15 საათზე გაიმართება. კაზანტიპის საწინააღმდეგო გამოსვლების მიუხედავად, ანაკლიაში ფესტივალისთვის მზადება არ შეფერხებულა. აქ უკვე ჩაატარეს გენერალური რეპეტიცია და გასულ ღამეს გამოცვალეს ლაზერშოუსთვის საჭირო აპარატურა. ორგანიზატორებისთვის დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არიან. უკვე მეორე დღეა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე შეზღუდვები დაწესდა. საკურორტო ზონაში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი ავტომანქანებისთვის. მოქალაქეს კი ე.წ. ვიზა დასჭირდება „კაზანტიპის რესპუბლიკად“ წოდებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.