ახალი ამბები
ხვალიდან მედიკამენტების ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება
ხვალიდან, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ 1-ელი სექტემბრიდან შედის, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი (ამპულებში), გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი (ამპულებში), ანალგინი (ამპულებში), სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი (ამპულებში), ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან. 
რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, იგი 3 000-ზე მეტ მედიკამენტს მოიცავს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ვიტამინებსა და მინერალებს, გარდა საინექციო ხსნარებისა, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ საშუალებებს. პირველი სექტემბრიდან ასევე არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება. შესაბამისი ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში გასული წლის ზაფხულში შევიდა და სწორედ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.