ახალი ამბები
მაია ფანჯიკიძე - საქართველო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას აძლევს
ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინელ კოლეგებთან ძალიან ინტენსიური კონტაქტი აქვთ. "მე რამდენიმე დღის წინ უნდა შევხვედროდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, მაგრამ ეს იყო სწორედ ის დღე, როდესაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა და ამიტომ რუმინეთში ეს შეხვედრა ვერ შედგა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო უკრაინაში. მან ძალიან სერიოზული ინფორმაცია ჩამოიტანა იქიდან და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, რიტორიკას რაც შეეხება, არ არსებობს არც ერთი განცხადება საქართველოს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არ იყოს დაფიქსირებული საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. "საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გმობს ყირიმის ანექსიას და გმობს იმ საომარ მოქმედებებს, რომელიც ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლეთში და მას აძლევს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას. არ ყოფილა არც ერთი განცხადება, რომელშიც არ ყოფილიყო მკაცრად შეფასება მიმდინარე მოვლენების და ჩვენი განცხადებები არის აბსოლუტურ თანხვედრაში ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორების განცხადებებთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.