ახალი ამბები
რიჩარდ ნორლანდი - სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი კანონის უზენაესობის სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს
მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად , - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ პროცესის შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. "არ ვიცი, ამ პროცესის შესახებ, მაგრამ ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, ასევე, ბალანსი იყოს დაცული ერთი მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან შიდა საკითხსა და მეორე მხრივ, ერთობის და თანამშრომლობის აუცილებლობას შორის, რაც საქართველოსთვის და მისი მეზობლებისთვის აქტუალურია რეგიონში კრიზისული სიტუაციების დროს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს პროცედურა სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისთანავე დაიწყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.