სასწრაფოს გამოძახებაზე ცვლილებები წლის ბოლომდე განხორციელდება
12:25 / 01.09.2014
სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ცვლილებები ეტაპობრივად, წლის ბოლომდე განხორციელდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საზოგადოებაში საუბრობენ, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ. "მომსახურება გაგრძელდება ისევ ისე, როგორც იყო. ხოლო პრიორიტეტები გამოძახების დროს, რომელზეც ვსაუბრობდით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაინერგება. ეს იქნება ინსტრუმენტი, რათა გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურეობის ხარისხი და არა პირიქით, ბარიერი შეექმნას მოსახლეობას. პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის უფრო მეტი გამოძახება და ნაკლები ბრიგადა. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ დისპეჩერმა პირველ რიგში ბრიგადა გააგზავნოს, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ვიდრე - მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებაზე", - აღნიშნა სერგეენკომ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. პრიორიტეტებს თავად დისპეტჩერები განსაზღვრავენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები