ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი - "კაზანტიპი" მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა
"კაზანტიპი" მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 
მისივე აზრით, ანაკლიის განვითარებისთვის სახელმწიფოს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. 
"ვერ გეტყვით, ეს ფესტივალი გაგრძელდება თუ არა. გეტყვით, რომ მოლოდინები იყო გაზვიადებული, რაც არასწორი იყო ცალკეული პირების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რათა ანაკლიის განვითარება მოვახდინოთ და იქ ჩავატაროთ გაცილებით ხარისხიანი ფესტივალი. ამ ფესტივალს განსაკუთრებული როლი არ უნდა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, ეს არის გემოვნების საკითხი, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით,, სახელმწიფოს შეუძლია სხვა გზებით წაახალისოს ზღვისპირეთის ტურიზმი და სხვანაირად დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ამაში იყვნენ ჩართულნი, თუმცა დაბრალება ეკონომიკის სამინისტროზე, რომ ვინმესთვის ხელი შეგვეშალა, არ ყოფილა. 
" კაზანტიპი" არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამ ბიზნესმა საქართველოში ვერ გაამართლა". "ალბათ, უკეთესი გათვლები უნდა გაეკეთებინათ", - აღნიშნა მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.