ახალი ამბები
ქეცბაიამ, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, შესაძლოა, თანამდებობა მომდევნო ორი თამაშის შემდეგ დატოვოს. როგორც ქეცბაიამ ირლანდიასთან გუშინდელი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ მომდევნო ორ თამაშში საქართველოს ნაკრები ვერ მიაღწევს წარმატებას და დაკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს, ის თანამდებობას დატოვებს. "მეც დავიღალე. 5 წელია ნაკრების მწვრთნელი ვარ და შესაძლოა, ვინმეს ყელშიც ამოვუვედი. ჩემს გზას ვნახავ. არ მინდა ჩემი ნერვები ბოლომდე ამას გადავაყოლო და არც ჯვარი მაქვს დაწერილი. მომდევნო ორ თამაშში ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ და შემდეგ დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას. აქამდეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ საქართველოს ნაკრებს არ ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, მე დავტოვებ თანამდებობას. არითმეტიკულად, დღევანდელი მარცხის შემდეგ, გასვლის შანსი კვლავ არსებობს", - განაცხადა ქეცბაიამ. მისივე თქმით, გუშინდელ მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა და ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი ფრე იქნებოდა. ქეცბაია ნაკრების მარცხს ფეხბურთელების მხრიდან ბოლო წუთებში კონცენტრაციის დაკარგვით ხსნის. "კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით. ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა როდესაც შეცდომას დაუშვებ, ასეთი გუნდი მას არ გაპატიებს. მთელი თამაში არ ითამაშეს ცუდად, თუმცა ფეხბურთი გრძელდება ბოლო წუთამდე და აუცილებელია, რომ კონცენტრაცია არ დაიკარგოს", - აღნიშნა ქეცბაიამ. ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ონილის განცხადებით კი, საქართველომ დღევანდელ თამაშში არ აჩვენა ის თამაში, რომელიც რეალურად შეუძლია. "მნიშვნელოვანია, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და გავიმარჯვეთ. ვიცი, რომ საქართველოში რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა დღეს მათ საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ", - აღნიშნა ონილმა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო ირლანდიასთან 1:2 დამარცხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.