ახალი ამბები
ანგელა მერკელი - რუსეთმა დასავლეთი შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მიუხედავად, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია კვლავ გახდეს დასავლეთის კარგი პარტნიორი, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. "მოლაპარაკებებისთვის კარი ღია რჩება", - განაცხადა მერკელმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს გააგრძელებს. მერკელის აზრით, აუცილებელია დიალოგის შესაძლებლობის შენარჩუნება. ამასთან, კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან არსებობს აზრთა შორის სხვადასხვაობა. სანქციებთან დაკავშირებით მერკელმა აღნიშნა, რომ საჯარიმო ზომების მოქმედებისთვის "ზოგჯერ საჭირო ხდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს ზომები არის საშუალება იმ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო მეთოდები არ განიხილება". "ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელმა ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში აუცილებელი ნაბიჯი უწოდა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა. მისი თქმით, რუსეთმა, რომელიც სეპარატისტების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი, დასავლეთი შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.