ახალი ამბები
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო
2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო.წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას 50 000-მდე პირველკლასელი დაიწყებს. 42 000-მდე პირველკლასელი საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს. ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა. უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება. 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება ორ ახალ სკოლაში - სოფელ მუხრანსა და სოფელ აბანოში. წლის ბოლომდე კიდევ ექვსი ახალი სკოლის გახსნა და რვა სკოლის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 1500-ზე მეტი სკოლა. 100 საპილოტე სკოლაში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნა. ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო პროცესის გამო, ექვს სკოლაში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე, პირველივე სემესტრში ანაზღაურდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.