
საბერძნეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით.
BBC-ის ინფორმაციით 7 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული ქუჩების დასაცავად.
ქვეყნის პროფკავშირებმა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების ჩატარების შესახებ განაცხადეს. როგორც ცნობილია, სწორედ გერმანიის კანცლერი იყო ინიციატორი, საბერძნეთის მიმართ ეკონომიის მკაცრი ზომების გატარებისა, ეკონომიკური დახმარების მორიგი პაკეტის სანაცვლოდ.
BBC
მასალის გამოყენების პირობები