ახალი ამბები
მანანა კობახიძე - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონი საუბრების საფუძველზე , რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია კრიმინალების მიერ არ იმართება და ეს ის თემაა, რაზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს. "ამაში ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას არ ავყვებით. თავად გადაცემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გადაცემა საგამოძოებო კომისიის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რათა ციხეებში მდგომარეობა იყოს აბსოლუტურად კონტროლირებადი უწყების თანამშრომლების მხრიდან, ხოლო თუკი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, გატარდეს ღონისძიებები კანონით გათვალისწინებული ზომების ფარგლებში. სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის და ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" "აგორებს", საზოგადოებაში უნდობლობის, ნიჰილიზმისა და შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება. ჩვენ მათ ამაში არ ჩავყვებით", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.