ახალი ამბები
პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავა გაიხსენა
ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.  პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ დღეს ილოცეს ყველასთვის, არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც აფხაზეთის ომში დაეცა. 
"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. ინდური ფილოსოფია ამბობს, რომ ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწიყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობდით ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში", - ბრძანა უწმინდესმა. 
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ბედნიერება 11 წლის განმავლობაში ყოფილიყო აფხაზეთში.  "როცა ვუყურებ წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად გაჭირვებული დღეს ისევ აფხაზეთია. ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის", - ბრძანა უწმინდესმა. 
პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული ჟიული შარტავა გაიხსენა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.