ახალი ამბები
პატრიარქი მახათას მთაზე წირვას აღავლენს
9 ოქტომბერს, მახათას მთაზე, მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. 
9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან 25 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია ამ თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა. კერძოდ, სიონში დაბრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს ერთი დღით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
როგორც ფონდში აცხადებენ, ამ დღეს ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიების მღვდელმთავრები მრევლთან ერთად იქნებიან და ეპისკოპოსები პატრიარქთან ერთად წირვას აღავლენენ. 
ამასთან, მრევლს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლება. 
ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი 1989 წელს დაიწერა და საქართველოში ჩამობრძანდა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში მოათავსეს. 1999 წლის დეკემბერში კი ოქროს პერანგში ჩასასმელად ხატი გახსნეს. მას მინა მოაცილეს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ხატის ასლი მინაზე სასწაულებრივად იყო გადასული. მინაც სიონშია დაბრძანებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.