შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო „წითელი ხიდი“-ს მე-5 სექტორ „ბურდაზორი“-ს შენობა გახსნა. საზეიმო ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აღნიშნული სექტორი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციას საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის დამატებითი სახსრები გამოუყო.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები