დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, ევროკავშირი დატოვოს.ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრემიერი საკუთარ ინიციატივას მიმდინარე კვირას, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე წარადგენს. კემერონი თვლის, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს საკუთარი საზღვრების კონტროლზე მეტი უფლებამოსილება უნდა მისცეს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან მიგრაციის შეზღუდვაზე. ამ დროისათვის, ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქეს დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება განუსაზღვრელი ვადით აქვს.
მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მზადაა ევროკავშირში დარჩეს იმ პირობით, თუ რეფორმა ჩატარდება." მე ჩემს ამოცანას ევროკავშირის რეფორმირებასა და მასში დიდი ბრიტანეთისთვის ადგილის გარანტირებაში ვხედავ. ეს ყველაფერი, არც ისე იოლი გასაკეთებელია", - აღნიშნა კემერონმა.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები