ახალი ამბები
გიორგი აბაშიშვილი - წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ჯერ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა
გიორგი აბაშიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ შეხვდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს კლაუს შვაბს, რომელმაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. "გუშინ იყო საქართველოს პრეზიდენტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის კლაუს შვაბის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებელობეს, საინტერესო აქცენტი გაკეთდა საქართველოს უპირატესობებზე, ქვეყნის ივესტორებისთვის მიმზიდველობაზე. შვაბის მხრიდან იყო თხოვნა პრეზიდენტთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილებაზე. პრეზიდენტს აქვს ხშირად სხვადასხვა რანგის ფორუმებიდან მოწვევა, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან, ფორუმის რანგიდან, მიზანშეწონილობიდან გამოდინარე, შემდგომში მიიღება გადაწყვეტილებები, პრეზიდენტი იქნება თუ არა წარმოდგენილი ამა თუ იმ ღონისძიებაზე", - განაცხადა აბაშიშვილმა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტს აქვს მოწვევა, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მიღებს თუ არა მონაწილეობას, რანგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. "გუშინ კლაუს შვაბის მხრიდან შეხვედრაზე იყო თხოვა პრეზიდენტისადმი, სხვა არანაირი განხილვა შემდგომში პრეზიდენტთან არ ყოფილა. სამწუხაროა, დღეს ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ პრეზიდენტის ვიზიტზე, გვიწევს რაღაცა მცირე ტექნიკურ დეტალებზე საუბარი. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს. საჭირო არ მგონია ასეთ თემაზე ხელოვნურად საუბარი", - განაცხადა აბაშიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.