აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა
11:15 / 30.09.2014
კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მესამეზე კი - უკრაინა , რომელმაც გასულ წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და უკან ჩამოიტოვა სომხეთი. შემდეგ პოზიციაზე არიან აზერბაიჯანი და ბელორუსი. საქართველო, ამავე კვლევაში, გასულ წელსაც პირველ ადგილზე იყო. კვლევა "მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შეფასებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე. კვლევის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე), არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის თავდასხმები, მუქარა და დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა; წვდომა მაუწყებლობაზე; წვდომა ინტერნეტზე. კვლევის ფარგლებში 60 მედია ექსპერტი გამოიკითხა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები