ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ქვეყნის ხელისუფლებამ და უმსხვილესმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, «მოროს ისლამური გამათავისუფლებელი ფრონტi" (MILF) " ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.
კონფლიქტი ამ ძალებს შორის 40 წელზე მეტ ხანს გრძელდება და 120 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მიღწეული ხელშეკრულებების შედეგად, 2016 წლისთვის ქვეყნის სამხრეთით ახალი ავტონომია შეიქმნება. ეს უმეტესად ქვეყნის მუსულმანური რეგიონი იქნება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეები არიან.
ქვეყნის პრეზიდენტმა ბენინიო აკინიომ აღიარა, რომ მანამდე მსგავსი ავტონომიის შექმნის მცდელობა "ჩავარდნილი ექსპერიმენტი" აღმოჩნდა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები