ახალი ამბები
ახალაია წინასწარ პატიმრობაში კანონიერად იმყოფება - წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში მიღებულ რეზოულიციის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ბაჩო ახალაიაზეა საუბარი. აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას წულუკიანი აღნიშნავს, რომ ახალაიასთან მიმართებაში კანონი არ დარღვეულა. „ამჟამად ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ივნისიდან, სერგო თეთრაძის საქმეზე. ხოლო ივნისიდან დღემდე ცხრათვიანი ვადა არ არის გასული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური, 9-თვიანი ვადა არ არის დარღვეული, რადგან ჩვენი კანონი ყოველ ახალ საქმეზე ამ ვადის ათვლას თავიდან ითვალისწინებს. ამიტომაც კანონი დაცულია. თუ ევროსაბჭოში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი პარლამენტარები თვლიან, რომ თვითონ კანონია უხარისხო და შესაცვლელია, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, ეს კანონი შეცვალოს. მაგრამ, დღეს ჩვენი კანონი არ არის დარღვეული და ბაჩო ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და შესაბამისად იმ ციხეში, სადაც ის არის",-განაცხადა წულუკიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.