ახალი ამბები
სომხეთი საბაჟო კავშირში მომავალ კვირას გაწევრიანდება
2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევრაზიის საბაჟო ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობის პროექტს. დაახლოებით სამი დღე დაჭირდება დოკუმენტის ტექსტის ზუსტ თარგმანს, რის შემდეგაც, უკვე 10 დეკემბრისთვის დოკუმენტს ხელი მოეწერება მინსკში, ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე. ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად განაწილდება: სომხეთს ერგება ხარჯების 1.13%, ბელორუსს - 4.65%, ყაზახეთს - 7.25%, რუსეთს - 86.97%. სომხეთისთვის, ასევე, გადაწყდა ევრაზიულ კავშირთან დიდი ხნის მანძილზე განხილვის რეჟიმში მყოფი საკითხი - ევრაზიული საბაჟო კავშირის საცალო ტარიფის გადავადება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საქონელზე, რომლის იმპორტი მესამე ქვეყნიდან ხორციელდება. მათზე შენარჩუნდება სომხეთში დღეს მოქმედი ტარიფები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოთ 2-3%-იანი პუნქტით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში - 15%-მდე. უკვე 2022 წლისთვის სომხეთი სრულად უნდა გადავიდეს ევრაზიული კავშირის საცალო ტარიფებზე. სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა გაიმართოს 10 ოქტომბერს მინსკში. იმავე დღეს ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იგეგმება ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგის გამართვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.