ახალი ამბები
შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა
2014 წლის 5-7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში პირველად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართვას თავის მოლდოველ კოლეგასთან - მოლდოვის შს მინისტრ დორინ რეჩენთან. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას. მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებასა და დეკლარაციას ხელს მოაწერს მოლდოვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.