ახალი ამბები
გალუსტ საჰაკიანმა ილია მეორეს საქართველოში არსებული სომხური კულტურის ძეგლებისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს და სომხური დელეგაციის წევრებს გუშინ საპატრიარქოში შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს და საერთო ქრისტიანულ ფასეულობებს. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს ორი ქვეყნის ეკლესიას შორის. პატრიარქის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები იყო და ეს დღესაც გრძელდება. "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ და ძმურ ურთიერთობას ეკლესიებს შორის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს კულტურას, თქვენს მწერლობას. სომხეთი და საქართველო არის ქრისტიანული ოაზისი და ამ ოაზისს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ძმური ურთიერთობა არ დაირღვეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები დელეგაციის ყველა წევრს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით", - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. თავის მხრივ, საუბრის დასაწყისში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, გალუსტ საჰაკიანმა პატრიარქს ძმის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. საჰაკიანის განცხადებით, სომხეთი რჩება უმთავრესი ქრისტიანული ფასეულობების მემკვიდრედ. "ჩვენი ერებიდან გამომდინარე, უმთავრესი საფუძველი ქრისტიანული ფესვებია და ჩვენ ვრჩებით ამის გამგრძელებლად. კულტურული და რელიგიური ფასეულობები გააღრმავებენ, დააახლოებენ და ახალ ბიძგს მისცემენ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას. ამ ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ეკლესიას", - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.