ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უშიშროების საბჭოს რეფორმირებასა და მასთან დაკავშირებულ პროექტზე იმსჯელეს
პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას დაუბრუნდა. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს და განხილვის პროცესი შეაჩერეს - მთელი რიგი საკითხების გარშემო პოზიციების შეუჯერებლობის გამო. ცვლილებების მომზადების მთავარ მოტივად პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები სახელდება. ამ მიმართულებით კი, პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტი ჩასწორდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე უკვე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასთან და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. მოქმედი კანონიდან ამოდის ნორმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის მიზნებს შორის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ასახელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.