თელ–ავივმა და ღაზას სექტორის მმართველმა ორგანიზაციამ ხამასმა ეგვიპტის შუამავლობით, დროებით ზავზე არაოფიციალური შეთანხმება დადეს . შეთანხმების ვადები და პირობები უცნობია.
ორშაბათს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებთ 80–ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რის შედეგად დაჭრილია არა ნაკლებ 6 ადამიანი. პალესტინელებმა ასევე ააფეთქეს ბომბი, რასაც ისრაელის არმიის ოფიცრის დაჭრა მოჰყვა, ეს უკანასკნელი ღაზას სექტორის მიმდებარე საზღვრის პატრულირებაში მონაწილეობდა.
ისრაელის ავიაციამ საპასუხოდ რამდენიმე ავიაიერიში განახორციელა ღაზას სექტორზე, რასაც მოძრაობა ხამასის არანაკლებ 4 წევრი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები