ახალი ამბები
მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმით მომავალ წელსაც ისარგებლებს
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელსაც მიიღებს. ცნობილია, რომ თანხის გაცემა უკვე არსებული წესით მოხდება, ელექტორნული დეკლარაციის შევსების თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2015 წელს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება განხორციელდება ”გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით, სადაც განსაზღვრულია ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი. დაუბეგრავი მინიმუმის ცნება 2013 წელს გაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დეკლარირების სპეციალური ფორმაც გამოქვეყნდა, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისას ფიზიკურ პირს უნდა შეევსო. მინიმუმის გაცემის წესი, იგივეა, ანუ თუ 2014 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი, სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის 1800 ლარის- 20 პროცენტს). თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები , მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხმის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიიღო. წელს დაუბეგრავი მინიმუმით 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საერთო ჯამში კი 131 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.