
ნიგერიაში გატაცებული ექვსი რუსი და ერთი ესტონელი მეზღვაური დღეს დილას გაათავისუფლეს, ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა.
მეკობრეები საფრანგეთის კომპანიის კუთვნილ ბუქსირ „ბურბონ ლიბერთი 249“- ს დაესხნენ თავს. მათ მძევლებად უცხოელებისგან შემდგარი ეკიპაჟის ხელმძღვანელობა აიყვანეს, თავისუფლებაზე მხოლოდ ნიგერიელი მეზღვაურები დატოვეს.
პაეტი კომენტარებს არ აკეთებს მეზღვაურების გათავისუფლების დეტალებზე.
მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ გატაცების მიზანი გამოსასყიდის მიღება იყო.
მასალის გამოყენების პირობები