ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი კიოტოში კულტურულ ღონისძიებებს დაესწრება
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიოტოს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი "ჯიდაი მაცურის" ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად 22 ოქტომბერს იმართება. ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და მასში 2000-მდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მონაწილეობს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში რამდენიმე კულტურულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მეგზურობას ქვეყნის პირველ პირს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტიოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევენ. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად ტოკიოდან ქალაქ კიოტოში "შინკანსენის" ჩქაროსნული მატარებლით ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურში საქართველოს პრეზიდენტს და მაკა ჩიჩუას კიოტოს ვიცე გუბერნატორი, ქალაქის მერი და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა დახვდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.