
რუთ გრუბერი 17 პრეზიდენტს მოესწრო. თუმცა, არა მარტო ის ცნობდა ყოველ მათგანს, არამედ ისინიც ყოველთვის გამოარჩევდნენ ხოლმე მას ჟურნალისტთა ჯგუფში.
რუზველტი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, როდესაც ის პირველად თეთრ სახლში ნახა: იგი არ წყალობდა ქალ–რეპორტიორებს, ამ პრეს–კონფერენციაზე რუთ გრუბერი ერთადერთი ქალი იყო.
"მე ისე ახლოს ვიდექი მასთან, მის ოდნავ გაღუნულ კბილებსაც კი ვხედავდი“,–ღიმილით იხსენებს რუტ გრუბერი. ის 101 წლისაა – ჟურნალისტი, მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორი.
„ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით მოხდა, არაფერს ვგეგმავდი, უბრალოდ ყველაფრისთვის ღია ვიყავი“,–დარწმუნებულია რუთ გრუბერი.
ათიათასობით ამერიკელს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ ხმა ბარაქ ობამას მისცენ, წლევანდელ არჩევნებზე რუთ გრუბერის ხმაც იქნება.
BBC
მასალის გამოყენების პირობები