ახალი ამბები
ირაკლი ალასანია გერმანიაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გერმანიაში ვიზიტს ირაკლი ალასანია ქართული ქვედანაყოფის მონახულებით დაიწყებს. ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მონაწილეობისთვის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის მომზადებას. თავდაცვის მინისტრი საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნობა. ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან. ირაკლი ალასანიას და ურსულა ფონ დერ ლიაიენის შეხვედრა გერმანიის თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ვიზიტის დასასრულს მინისტრი კოერბერის ფონდს ესტუმრება. ირაკლი ალასანია მოხსენებით წარდგება თემაზე: "რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობა." ღონისძიებას გერმანიის პოლიტიკური წრეების, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.