ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგის17ნოემბერს შეხვდება
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა შედგება 17 ნოემბერს, როდესაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრება, რათა შედგეს საქართველო-ევროკავშირის პირველი ასოცირების საბჭო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფანჯიკიძის განცხადებით შეხვედრა 16:00 საათზე არის დანიშნული. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ცენტრში გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან იმ ყოვლისმომცველი პაკეტის განხილვას აპირებს, რომელიც ნატო-მ საქართველოსთან მიმართებაში უელსის სამიტზე მიიღო. "ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, რომ ვიზრუნოთ იმ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაზეც შევთანხმდით. საკმაოდ მალე ვაპირებ, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ ეს ყოვლისმომცველი პაკეტი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია. "დამატებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ნამდვილად ძლიერი პარტნიორი – ის მონაწილეობს ნატო-ს ძალიან ბევრ ოპერაციაში. საქართველომ ძალიან ღირებული კონტრიბუცია განახორციელა ავღანეთში. ასევე მივესალმები რეფორმებსა და პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.