ახალი ამბები
პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს შეხვდა
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყანას მოუტანს სარგებელს. საუბარი შეეხო ამერიკიდან პირდაპირი ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობასაც. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შეინიშნება. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონის მასშტაბით და განაცხადეს, რომ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის თვალსაზრისითაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.