ახალი ამბები
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეერთებაზე მთავრობა იმსჯელებს
ჯერ უცნობია, როდის შეუერთდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სამინისტროს. აღნიშნული ცვლილების შესახებ მოსაზრება სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოთქვა. ინიციატივის განხორციელების ვადები დამოკიდებულია მთავრობის პროცედურებზე. კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოამზადა, თავდაპირველად გაეგზავნა სხვადასხვა უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე უცხოელ პარტნიორებს. "მათგან უკვე მივიღეთ შენიშვნები, მოხდა მათი დამუშავება და ნაწილის გაზიარება. უახლოეს დღეებში მინისტრი ცვლილებების პროექტს წარადგენს მთავრობაში, რათა მოხდეს მისი პარლამენტში ინიცირება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისივე განმარტებით, სამინისტრო იქნება ერთიანი უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ყველაფერზე, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გადავა სამინისტროს დაქვემდებარებაში. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სამინისტროს დაქვემდებარებაში გაერთიანდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაც ამ დრომდე ცალკე განესაზღვრება. რაც შეეხება დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, შალვა ხუციშვილის თქმით, ამ კუთხით ის კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მის კომპეტენციაში არ შედის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.