ახალი ამბები
აშშ-მა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა
ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის სამანტა ფაუერის განცხადებით, რუსეთი ომს აღვივებს უკრაინაში მაშინ, როცა მშვიდობაზე ლაპარაკობს. "არც რუსეთი, არც სეპარატისტები მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ. ნაცვლად ამისა, სეპარატისტებმა ისარგებლეს საბრძოლო მოქმედებებში პაუზით და შეეცადნენ თავიანთი ტერიტორიის გაფართოებას. უკრაინა კი, თავის მხრივ, ასრულებდა მინსკის შეთანხმებას და იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტები გააქტიურდნენ, მათ შორის დონეცკის აეროპორტის გარშემო და მარიუპოლში", - განაცხადა სამანტა ფაუერმა გაერო-ს საგანგებო სხდომაზე. აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებებს, შემდეგ კი მათ არ ასრულებს. 5 სექტემბერს, მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" გამუდმებით არღვევენ შეთანხმებას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში რუსეთის საზღვრის მხრიდან დამატებითი მძიმე ტექნიკის შესვლის თაობაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.