ახალი ამბები
ომბუდსმენი ბათუმის ციხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 22 ნოემბერს ბათუმის #3 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა. სახალხო დამცველის რწმუნებული ადგილზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა პატიმრებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პატიმრების პროტესტი დაწესებულებაში არსებული პირობების გამო გამოხატეს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი, რამდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი გადაყვანილია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ორ მსჯავრდებულს გ.ვ-ს და ბ.ო-ს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ მის მიმართ რამდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე უტარდებათ საჭირო სამედიცინო პროცედურები: "სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. რაც შეეხება სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად", - წერია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.