ახალი ამბები
პარლამენტი ფარული მოსმენების "გასაღების" ფლობაზე ორი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პროექტები განსახილველად ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გავა. როგორც ცნობილია, ბიუროს გადაწყეტილებით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს პროექტებთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა, ამიტომ ხმალაძის კომიტეტი მხოლოდ სავალდებულო დასკვნას დაწერს, წამყვანი კი, ეკა ბესელიას კომიტეტი იქნება. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. ავტორთა მტკიცებით, მათი პროექტით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი რამ - ადამიანის უფლებების დაცვა პირადი ცხოვრების ხელყოფისგან და სახელმწიფო უსაფრთხოება. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის ფარგლებში ცვლილებები შედის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", "ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", "სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ" კანონებში და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში". ვახტანგ ხმალაძე კოლეგებს ცვლილებების მხოლოდ ორ - "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" სთავაზობს. ხმალაძე ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წინადადებით გამოდის, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა. კერძოდ, ხმალაძის პროექტის თანახმად, ფარულ მოსმენაზე სასამართლოს შესაბამისი განჩინება კომუნიკაციების კომისიაში მივა და სწორედ ეს ორგანო, ელექტრონული გასაღების მეშვეობით გახსნის კომპანიასა და შს სამინისტროს შორის დამაკავშირებელ არხს. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პროცესის კონტროლის ვალდებულება დაეკისრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.