Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/preview4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის საერთაშორისო ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრას დღეს, 17 ნოემბერს, გამართავს. ქართველი მორაგბეები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნები უკვე ერთი კვირაა რაც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გადიოდნენ შეკრებას. მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს უკანა ხაზის გაწვრთნაში ლეგენდარული ახალ ზელანდიელი ტანა უმაგა ეხმარებოდა. ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის ხელმძღვანელობამ ეროვნულ გუნდში 31 მოთამაშეს გამოიძახა. თამაშამდე 48 საათით ადრე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა 23-კაციანი გადანომრილი შემადგენლობა. ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო შეხვედრას გამოტოვებენ გიორგი ჩხაიძე, ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლაშა მალაღურაძე და დიმიტრი ბასილაია.  სასტარტო შემადგენლობაში არიან ნაკრების ყველაზე მეტი ლელოს ავტორი ირაკლი მაჩხანელი, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და ყველაზე მეტი ქულის მომპოვებელი მერაბ კვირიკაშვილი და გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე. ასევე სასტარტო შემადგენლობაშია 35 წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში დღეს 83-ე მატჩს გამართავს და ამ მხრივ ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. IRB-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები დღეისათვის 67,95 ქულით 16-ე პოზიციაზეა, ხოლო მეტოქე იაპონიის ნაკრები 68,89 ქულით ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება და 15-ე ადგილს იკავებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.