აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება
11:33 / 10.12.2014
აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება. ჟურნალისტის დაკავებას დღეს 10 დეკემბერს 13 საათზე აზერბაიჯანის საელჩოსთან გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა ხადიჯა ისმაილოვას" სოციალურ ქსელ ფეისბუქში ქართველი ჟურნალისტების მიერ დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მათ აზერბაიჯანელ კოლეგას და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 12 დეკემბერს ბაქოში დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ისმაილოვა რაიონულ სასამართლოში დაკითხეს თურალ მუსტაფაევას საქმეზე. მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ისმაილოვას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში კორუფციის თემებზე მუშაობდა და ის რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიცაა. ასევე ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირებზე. ხადიჯა ისმაილოვას "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის ერთ-ერთი გადაცემა მიჰყავდა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები