ახალი ამბები
"გალფში" საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 8-10 თეთრით შემცირდა
კომპანია "გალფში" დღეიდან საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 8-10 თეთრით შემცირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "გალფში" საწვავზე ფასები დღეს დილას რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა. "გალფის" ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვიდან მოყოლებული, ფასის კლების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ბოლო თვეების მანძილზე "გალფის" ქსელში საწვავი 22-28 თეთრით გაიაფდა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა. "მნიშვნელოვანია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მსგავსი ფასები საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ "გალფის" ქსელში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება. კომპანია "გალფი" დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს Gulf Club-ის წევრებს რომლებიც G-Force-ის საწვავის შეძენისას დამატებით - 4 თეთრს ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო სხვა დანარჩენ საწვავზე - 2 თეთრ ფასდაკლებას", - აცხადებენ "გალფში". მათივე ინფორმაციით, აღნიშნული აქციის ფარგლებში თითოეული კლუბის წევრი გაორმაგებულ ქულებს მიიღებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.